ევროკავშირი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმაევროკავშირი, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ახალი რუსულენოვანი ტელეარხის შექმნის ინიციატივას განიხილავს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში რუსული ტელეარხები აღარ მიიჩნევა პროფესიონალური ჟურნალისტური მუშაობის მაგალითად. მისივე განცხადებით, ევროკავშირში განხილვის სტადიაშია ალტერნატიული რუსულენოვანი არხის შექმნის ინიციატივა, რომელიც ხარისხით ევროპულ არხს უნდა გაუტოლდეს და მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით ახალ ამბებს გადასცემს.

ედგარს რინკევიჩსის თქმით, იდეას უკვე დაუჭირა მხარი ევროკავშირის დაახლოებით 15-მა წევრმა ქვეყანამ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” ახალ კანონპროექტზე მუშაობს?
შემდეგი სტატიაშეერთებულ შტატებში ელვის პრესლის კუთვნილი ორი თვითმფრინავი აუქციონზეა წარდგენილი