ევროკავშირი გაზრდის აშშ-დან ნავთობის, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) და ბირთვული საწვავის შეძენას, რათა სრულად უარი თქვას რუსულ ენერგომატარებლებზე”, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროკავშირი კვლავაც იღებს „მეტისმეტად დიდ“ რაოდენობას რუსული ნახშირწყალბადებისა, თუმცა ევროპა აპირებს სრულად შეწყვიტოს მათი იმპორტიც 2027 წლამდე. შესაბამისად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ევროკავშირის ქვეყნები აშშ-ისგან $750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს შეიძენენ.
ეს იმ შეთანხმების ნაწილია, რასაც ევროკავშირმა და აშშ-მა მიაღწიეს.


















