„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობისა და ნავთობზე ფასების ზრდის ფონზე, ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრის მექანიზმის დროებით შეჩერებას განიხილავს.
ამჟამად მოქმედი წესით, ფასი ავტომატურად რეგულირდება და საბაზრო ღირებულებაზე 15%-ით დაბალი უნდა იყოს, რაც ამჟამად 44,10 დოლარს შეადგენს. თუმცა, ივლისში დაგეგმილმა გადახედვამ შესაძლოა ლიმიტი 65 დოლარამდე გაზარდოს, რაც „დიდი შვიდეულის“ მიერ დადგენილ 60-დოლარიან ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატება.
აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, ბრიუსელი განიხილავს არსებული ლიმიტის გაყინვას ან ავტომატური კორექტირების მექანიზმის შეჩერებას წლის ბოლომდე. ინიციატივა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ნაწილი გახდეს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსულ „ჩრდილოვან ფლოტსაც“ შეეხება.

















