ევროკავშირი რუსეთთან ესკალაციას არ გამორიცხავს იმის გამო, რომ მოსკოვი ევროპულ ავიარეისებს არ იღებს

ევროკავშირი რუსეთთან ესკალაციას არ გამორიცხავს იმ სიტუაციის გამო, რომელიც მოსკოვის მიერ ევროპული რეისების გაუქმების შემდეგ შეიქმნა – ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა თქვა ლისაბონში თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე.

“გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვში ჩაფრენაზე ევროპულ თვითმფრინავებს პრობლემები შეექმნათ. ეს საჰაერო მოძრაობის დარღვევაა, თუმცაღა, ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით, ეს დროდადრო მოხდება თუ ეს რუსეთის ხელისუფლების ზოგადი ნორმაა, რომ ევროპული თვითმფრინავები აიძულონ ბელორუსს გადაუფრინონ” – ბორელმა თქვა. მისი განმარტებით, ფრენების გაუქმება ევროკავშირსა და რუსეთს შორის დაძაბულობას შექმნის.

გუშინ აგვრცელდა, რომ რუსეთის ავიაციამ მინიმუმ ორი ევროპული ავიაკომპანიის ფრენები არ მიიღო, რომელთაც ბელორუსის გვერდის ავლით განხორციელეს ფრენები. 27 მაისს ავსტრიული ავიაკომპანია Austrian Airlines-ის ფრენები გადაიდო, გარდა ამისა, ზედიზედ ორი დღე ფრანგულმა ავიაკომპანიამ Air France მოსკოვში ვერ განახორციელა დაფრენა.
როგორც ავსტრიულმა ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ფრენა გადაიდო იმიტომ, რომ რუსეთმა მასზე ნებართვა არ მისცა, ახალი მარშრუტი არ დაადასტურა. ფრენა 28 მაისისთვის გადადეს. იგივე განაცხადეს Air France-ში.

ბელორუსში მომხდარი 23 მაისის ინციდენტის გამო ევროპის ქვეყნების ავიაკომპანიები ცდილობენ ბელორუსის გვერდის ავლით იფრინონ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიევროკავშირმა სავიზო სისტემაში ცვლილებები შეიტანა
შემდეგი სტატიახაზარაძე – დისკუსია უნდა აშენდეს თუ არა, უნდა შევწყვიტოთ – პასუხია კი!