ევროკავშირი რუსეთს მორიგ სანქციებს უწესებს და ეტაპობრივად რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-6 პაკეტის გამოცხადებისას განაცხადა, რომ ევროკავშირი ეტაპობრივად რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,ჩვენ ექვსი თვის განმავლობაში რუსეთისგან ნავთობის მიწოდებას ეტაპობრივად შევაჩერებთ“, – განაცხადა ლაიენმა.

ამასთან, ევროკავშირის სანქციების მე-6 რაუნდი აუკრძალავს სამ რუსულ სახელმწიფო მაუწყებელს ევროკავშირის ტერიტორიაზე ეთერში გასვლას.

ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი ასევე მოიცავს მაღალი რანგის რუს სამხედრო ოფიცრებსა და სხვა პირებს, რომელთაც უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ომის დანაშაულები ჩაიდინეს.

„ჩვენ ვიცით ვინც ხართ, თქვენ ამას ვერ გაექცევით“, – აღნიშნა ლაიენმა.

სანქციების სამიზნე ასევე რუსეთის უდიდესი ბანკი „სბერბანკიც“ გახდა, რომელიც სანქციების მიხედვით, „სვიფტის“ საგადასახადო სისტემიდან გაითიშება.

banner
წინა სტატიაშილისის ტბის მიმდებარე კერძო ტერიტორიების განაშენიანება მხოლოდ გარემოსდაცვითი და ქალაქმშენებლობითი ინტენსიური კვლევების შედეგად მიღებული რეკომენდაციებით დაიშვება
შემდეგი სტატიაგუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ არსებული მუნიციპალური ფართები აუქციონის წესით გაიყიდება