ევროკავშირი რუსეთს დაკავებული უკრაინელების განთავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირმა რუსეთს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების და სხვა პირების განთავისუფლებისკენ მოუწოდა, რომლებიც, ბრიუსელის მტკიცებით, უკანონოდ არიან დაპატიმრებული. “უკრაინის ყველა მოქალაქე, რომლებიც უკანონოდ არიან ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთის ფედერაციაში, ასევე, გემის ეკიპაჟი, რომელიც რუსეთმა 25 ნოემბერს დააპატიმრა, დაუყოვნებლივ უნდა გაანთავისუფლონ” – ნათქვამია EEAS-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში – “დოიჩე ველე” წერს.

ამავე დროს, რუსეთის უშიშროების სამსახურები უკრაინელი მეზღვაურების პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ. მოსკოვის სასამართლო აღნიშნულ შუამდგომლობას 15 იანვარს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანელი ბლოგერის მხარდასაჭერად საზოგადოებრივი მოძრაობა იქმნება
შემდეგი სტატიარუსი მომღერალი დიმა ბილანი მუსიკალური ზედამხედველობის სამსახურის შემოღების იდეით გამოვიდა