ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირის ელჩები ბრიუსელში, ანტირუსული სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდნენ- ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთი ავრცელებს, რომელიც ბლოკს თავმჯდომარეობს.

“დღეს ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე. პაკეტი მოიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია სანქციების გვერდის ავლაზე”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის განცხადებაში.

სანქციების მე-11 პაკეტზე ევროკავშირი ბოლო რამდენიმე თვე მუშაობდა.

ახალი პაკეტი, მიზნად ისახავს იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რომლებსაც აგრესორი ქვეყანა სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი იქნება
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ თელავის პარტიულ კონფერენციაზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს