ევროკავშირი რუსებისთვის უძრავი ქონების ყიდვის აკრძალვას გეგმავს – Bloomberg

ევროკავშირი რუსებისთვის უძრავი ქონების ყიდვის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება.

ევროკომისიის წინადადებით შეჩერდება უძრავი ქონების ხელშეკრულებების დადება რუსეთის მოქალაქეებთან, რეზიდენტებთან და იურიდიულ პირებთან. სანქციები კრძალავს ევროკავშირის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების ან უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და რეალიზაციას.

აკრძალვა ვრცელდება რუსებზე, რომლებიც არ არიან ევროკავშირის მოქალაქეები და არ აქვთ ბინადრობის ნებართვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს არ ეხება მათ, ვისაც აქვს მოქალაქეობა ან რეზიდენტია ევროპის ეკონომიკურ ზონაში ან შვეიცარიაში“, – წერს მედიასაშუალება.

banner
წინა სტატიაშისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატია„გარდიანის“ ცნობით, რუსულ ნავთობზე ემბარგოსთან დაკავშირებით ევროკავშირში შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს