ევროკავშირი “ქართული ოცნებისგან” ახალ არჩევნებს ითხოვს

ევროკავშირი “ქართული ოცნებისგან” ახალ არჩევნებს ითხოვს. პოლიტიკური გზის დასაძლევბად სხვა გზას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ ხედავს. დღეს, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, შეკრებილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ივანშვილის რეჟიმი კრიტიკის ქარ-ცეცლხში გაატარეს.

საართველო ევროკაშირისთვის დიდი იმედგაცრუებაა. სად არის საქართველო? ეს კითხვაა დღეს ლიეტუვის პირველმა დიპლომატმა დასვაა. ევროპელი დიპლომატები საქართველოს დემოკრატების ბანაკში ვეღარ ხედავენ, მაშინ როცა მსოფლიო ფორმირდება და ახალი პოლიტიკური ბანაკები იქმნება, საქართველომ არასწორი მხარე აირჩია.

ივანიშვილის გუნდისთვის კვირა მძიმე პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. მიუხედავად, “ოცნების” ყოველდღიური თავდასხმებისა, ეს ევროკაშირის პოზიციას საქართველოსთან მიმართებით არ ცვლის. ქვეყანა უპრეცედენტო რეგრესს განიცდის, ისეთს, როგორიც აქამდე არცერთ ქვეყანაში არ უნახავთ – ეს მარტა კოსმა თქვა. ევროკომისარი საქართველოს გზას ევროკაშირში ბუნდოვნად აღიქვამს, თუ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, ვითარება ბრიუსელთან კიდევ უფრო გამწვავდება.

დღეს ბრიუსელის დღის წესრიგში იყო სომხეთი და არა საქართველო. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკაშირი რეგიონში მთავარ მოკავშირეს ეძებს და ეს საქართველო არ იქნება. ქვეყანაში დამდგარი პოლიტიკური კრიზისი “ქართული ოცნების” მმართველობის შედეგია, რამაც ქვეყანა ბრიუსელისგან იზოლირებულად აქცია. კრიტიკას “ოცნების” რიგითები თავდასხმით პასუხობენ და ევროპელი პარტნიორებისგან მტრის ხატს ქმნიან.

banner
წინა სტატიაში“საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართული ეკლესიის საუკუნოვან ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!” – სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიამცხეთაში პლასტმასის მაღაზია დაიწვა