ევროკავშირი პოლონეთზე ზეწოლას განახორციელებს მედიის კანონის გამო

ევროკავშირი პოლონეთზე ზეწოლას განახორციელებს მედიის კანონის გამო

ევროკავშირი პოლონეთზე ზეწოლას განახორციელებს მედიის კანონის გამოევროკომისია პოლონეთზე ზეწოლას განახორციელებს მედიის კანონის გამო.
“ბევრი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ ევროკავშირის სამართლებრივი მექანიზმები ავამოქმედოთ და პოლონეთს თვალყური ვადევნოთ” – განაცხადა ევროკავშირის ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კომისარმა გიუნტერ ეტინგერმა დღეს Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მან ასევე თქვა, რომ ევროკომისიის უახლოეს სხდომაზე, რომელიც 13 იანვარს გაიმართება, მედიის შესახებ პოლონეთის მიერ მიღებულ კანონზე იმსჯელებენ და შესაბამის ზომებს მიიღებენ.

30 დეკემბერს პოლონეთის პარლამენტმა კანონი ტელე და რადიო მაუწყებლობის შესახებ მიიღო, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი ხდება ახსნა-განმარტებების გარეშე თანამდებობიდან მოხსნან პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელები.
გიუნტერ ეტინგერის განცხადებით, გენერალური დირექტორის ახსნა-განმარტებების გარეშე განთავისუფლება არ შეიძლება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში სამი ევროპული ეროტიკული არხი დაუშვეს
შემდეგი სტატიაპოლონეთის საგარეო უწყება: უკრაინის კონფლიქტი საშიშია პოლონეთისთვის