12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

ევროკავშირი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს

ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა საფუძველზეც 2026 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ჩატარებულ ე.წ. არჩევნებსა და მის შედეგებს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

ევროკავშირი მტკიცედ გმობს მოსკოვის ქმედებებს, რომელთა მიზანია რუსეთის ოფიციალური პირის დანიშვნა ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტად.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 9 მაისს „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა და რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სასამართლო სფეროებში სამხრეთ ოსეთის ინტეგრირების მცდელობები უკანონო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია. ევროკავშირის შეფასებით, მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო მინისტრის აპარატი – ოკუპირებული ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის თავისუფალ ნებას
შემდეგი სტატიაქვრივიშვილი: საქართველო ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში ინოვაციების ფორუმს უმასპინძლებს