12.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას ავრცელებს, სადაც კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ერთგულებას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) აქტიური მუშაობის მეშვეობით.

ოფიციალური ბრიუსელი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა ის ქმედება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

banner
წინა სტატიაშიექიმი ჩახუნაშვილი: დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი
შემდეგი სტატიასახელმწიფო მინისტრის აპარატი – ოკუპირებული ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის თავისუფალ ნებას