ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ირანელ ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც თავისუფლებას ითხოვენ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანები ითხოვენ გამოხატვის, შეკრების, მოგზაურობის თავისუფლებას, და, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლად ცხოვრებას.
„ევროპა მათ სრულად უჭერს მხარს. ჩვენ ცალსახად ვგმობთ ამ ლეგიტიმური დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობას. დამნაშავეები ისტორიის არასწორ მხარეს დარჩებიან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დაპატიმრებული დემონსტრანტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ ინტერნეტზე სრული წვდომის აღდგენისკენ და საბოლოოდ, ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისკენ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.



















