ევროკავშირი ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციათა მეოთხე პაკეტს ამზადებს

ევროკავშირი ახალ, რიგით მეოთხე სანქციათა პაკეტს ამზადებს ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმისთვის ბელორუსში – “დოიჩე ველე” წერს. საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საკითხებზე სხდომის დასრულებისას თქვა. “ბელორუსში რეჟიმი რეპრესიებსა და საკუთარი მოქალაქეების დაშინებას განაგრძობს. ახლა ის პოლონურ თემსაც დევნის” – ბორელმა განაცხადა და დაამატა, რომ მეოთხე პაკეტში გათვალისწინებული იქნება ყველაფერი, რაც ბელორუსში ხდება.

სანქციათა მეოთხე პაკეტის მომზადების შესახებ ბორელმა ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა. მაშინ მან თქვა, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდებოდა, რადგანაც დეტალურად შესასწავლი იყო როგორც უკვე დაწესებული სანქციები, ასევე, ბელორუსში მიმდინარე მოვლენები.

banner
წინა სტატიაშისომხეთის პარლამენტმა პაშინიანი პრემიერად კიდევ ერთხელ არ აირჩია
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი – ჩემი პირადი პოზიციაა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია უნდა იყოს