გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბარბოკის განცხადებით, ევროკავშირი მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გაფართოვდება.
„უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, ჩვენს თავისუფალ საზოგადოებაში და მალე ის გაფართოვდება ლისაბონიდან ლუგანსკამდე. ყოველი სოფლით, ყოველი მეტრით, რომელსაც უკრაინა ათავისუფლებს, ყოველი მეტრით, სადაც თავის ხალხს იხსნის, ის ასევე აფართოებს ევროკავშირისკენ მიმავალ თავის გზას“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა კიევში, სადაც ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.