ევროკავშირი კიევისგან დონბასის ბლოკადის გამო ახსნა-განმარტებებს ითხოვს

კიევის გადაწყვეტილება, დონბასის ბლოკადის შესახებ, ეწინააღმდეგება უკრაინის მთავრობის მიერ ადრე გატარებულ პოლიტიკას – უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰიუგ მინგარელიმ განაცხადა. “საბოლოო პოზიციის ფორმულირებამდე ევროკავშირის უკრაინისგან ახსნა-განმარტებებს ელოდება” – განაცხადა დიპლომატმა, რომლის თქმითაც, უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებამ, დონბასის ბლოკადის შესახებ, “ბრიუსელი გააკვირვა”.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს განკარგულებით, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მიმართულებით ყველანაირი ტრანსპორის მოძრაობა შეწყვეტილია. შს მინისტრის, არსენ ავაკოვის თქმით, შეზღუდვა ჰუმანიტარულ ტვირთებზე არ გავრცელდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ილჰამ ალიევს შეხვდა
შემდეგი სტატიათურქი მინისტრი ევროპას წმინდა ომს პირდება