ევროკავშირი ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას არ აპირებს

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან ხუთი წლის შემდეგ ევროკავშირი ძველებურად მხარს უჭერს “უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”. ყირიმის ანექსია “საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის პირდაპირი გამოწვევაა” – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც გაერთიანების საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების თავმჯდომარემ ფედერიკა მოგერინიმ გაავრცელა 17 მარტს – “დოიჩე ველე” წერს.

2014 წლის მარტის ანექსიის შემდეგ აშშ-მ, ევროკავშირმა, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და კანადამ რუსეთს სანქციების პირველი პაკეტი დაუწესეს. მისი გაფართოვება აპრილ-მაისში მოხდა, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია დაიძაბა. რუსეთს ბრალი დასდეს მოქმედებებში, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. სანქციები პერიოდულად ნახლდება.

banner
წინა სტატიაშიახალ ზელანდიაში მსხპერპლთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიარუმინეთში პროტესტის ნიშნად ერთმეტრიანი ავტომაგისტრალი გახსნეს