ევროკავშირი ყარაბაღში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად 500 000 ევროს გამოყოფს. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის ინფორმაციაში.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროკავშირი ყველა მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყონ ადგილზე ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეუფერხებელი და დაუყოვნებელი წვდომა.
„ათასობით ადამიანი ახლა იძულებით გადაადგილებულია და დახმარებას საჭიროებს. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა დაზარალებულების საჭიროებებს მოხმარდება, მათ თავშესაფრების უზრუნველყოფასა და ფსიქოლოგიურ დახმარებას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას ადგილზე და მზად ვართ, შემოგთავაზოთ მეტი დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ცეცხლის შეწყვეტას, მტკიცედ მოვუწოდებთ კონფლიქტის ყველა მხარეს, უზრუნველყონ ადგილზე ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეუფერხებელი და დაუყოვნებელი წვდომა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჰუმანიტარულ მუშაკებს შეუძლიათ, გადაუდებელი დახმარება გაუწიონ გაჭირვებულ ადამიანებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.