“ევროკავშირი იზოლაციაშია…აშშ არ ელაპარაკება მათ” – ლევან მაჭავარიანი

“ოცნების” დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ევროკავშირი იზოლაციაშია. ეს განცხადება მან იმ ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები ჩაინიშნა.

ივანიშვილის გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ევროკაშირის დებატები მათთვის საინტერესო არ არის, რადგან ისინი ღირებულებებს აცდენილები არიან და მათი განცხადებებიც “ოცნების” მმართველობის შესახებ აღქმებზეა დაფუძნებული.

ფაქტობრივად, ევროკავშირი არის იზოლაციაში. აშშ არ ელაპარაკება მათ. არ ელაპარაკება მათ ლიდერებს, არ ელაპარაკება ბიუროკრატებს და აკრიტიკებენ იმის გამო, რომ აბსოლუტურად აცდენილია ევროკავშირი იმ ღირებულებებს, რაზეც ევროპ იდგა, ჰკარგავს თავის იდენტობას, არის ეკონომიკური კრიზისი და ა.შ. ამას

ასეთი შეხვედრები ძალიან ბევრი ჩატარებულა და თუ ეს შეხედრა ისევ დაეფუძნება რაღაც აღქმებს და მაღალი ტრიბუნიდან მდიდარი ლექსიკის გამომჟღავნებას და ცოდნის დემონსტრირებას პოლიტიკურ ჭრილში, ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, – ამბობს ლევან მაჭავარიანი.

„ბიბისის“ სკანდალური გამოძიების შემდეგ, ბრიუსელში საქართველოში მოქალაქეთა შესაძლო მოწამვლის საკითხზე საგანგებო დებატები დაინიშნა.
ევროპარლამენტში ამ თემაზე მსჯელობა თავდაპირველად დაგეგმილი არ იყო, თუმცა გამოძიების გასაჯაროებამ საკითხი სასწრაფოდ წამოწია დღის წესრიგში. “დემოკრატიული კრიზისი საქართველოში” – ასე ჰქვია დებატებს, რომელიც ევროპარლამენტში ერთ კვირაში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიBBC-ის სკანდალური გამოძიების შემდეგ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები ჩაინიშნა
შემდეგი სტატიასაიას ანგარიში – „2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წლად იქცა“