15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს ახალ კრიტერიუმებს ამატებს

ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ მოქმედ სანქციების რეჟიმს ახალ კრიტერიუმებს ამატებს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, „შავ სიაში“ მოხვდებიან ის პირები და ორგანიზაციები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების შეზღუდვასა და ბლოკადაზე.

მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს ისრაელ-აშშ-ის იერიშები დაიწყო, ირანმა სრუტე ფაქტობრივად ჩაკეტა. შედეგად, მსოფლიო ბაზარს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების დაახლოებით 20% გამოაკლდა.

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ შეიცვალოს სანქციების კრიტერიუმები, რათა შესაძლებელი გახდეს იმ სუბიექტების დასჯა, ვინც ხელს უშლის საერთაშორისო წყლებში თავისუფალ გადაადგილებას.

შეგახსენებთ, რომ იანვარში ევროკავშირმა „ირანის რევოლუციური გვარდია“ (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, ხოლო მარტში სანქციები დაუწესა ირანელ მაღალჩინოსნებს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

banner
წინა სტატიაშიკოსი საქართველოზე: სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპული მომავლისგან
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: ისრაელს არ დავუყოლიებივარ ირანთან ომზე