ევროკავშირი იძულებულია, იყიდოს ნავთობი რუსეთიდან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი პუტინი ენერგოპროდუქტების მყიდველებს სხვა ბაზრებზე იპოვის და კიდევ უფრო მეტ თანხებს გამოიმუშავებს

ევროკავშირი იძულებულია, იყიდოს ნავთობი რუსეთიდან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი პუტინი ენერგოპროდუქტების მყიდველებს სხვა ბაზრებზე იპოვის და კიდევ უფრო მეტ თანხებს გამოიმუშავებს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტელეკომპანია MSNBC-სთან საუბარში განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის უნდა ვიპოვოთ სწორი ბალანსი, რომ ჩვენს ეკონომიკას დიდი ზიანი არ მივაყენოთ. თუ ჩვენ დღეიდან რუსულ ნავთობზე სრულად ვიტყვით უარს, მაშინ პუტინი სავარაუდოდ, შეძლებს მის გაყიდვას მსოფლიო ბაზარზე, სადაც ფასები გაიზრდება და მეტს გამოიმუშავებს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი – მეუფე სტეფანემ სალხინოს სამონასტრო კომპლექსის ეზო ძროხების სადგომად აქცია
შემდეგი სტატიასევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება – უკრაინის გენშტაბი