ევროკავშირი ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს გმობს

ევროკავშირი ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს გმობს, – ევროკავშირის ოფიციალური პირები ისრაელში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან.

„მე მკაცრად ვგმობ დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც ტერორი და ძალადობა გამოიწვია. ამ საშინელ მომენტში ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს ებრაელ ხალხს”, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Twitter-ის გვერდზე.

„შოკირებულები ვართ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმებით. ჩვენ ვგმობთ ტერორს და ძალადობას უდანაშაულო ადამიანების მიმართ. ჩემი ფიქრები ყველა იმ ადამიანთანაა, რომელიც ცეცხლის ქვეშ იმყოფება და სასტიკი თავდასხმებისგან თავს იცავს. ტერორი არასდროს გაიმარჯვებს”, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ ისრაელში განვითარებულ მოვლენებს და ცალსახად ვგმობთ ჰამასის თავდასხმებს. ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტერორიზმი და ძალადობა არაფერს წყვეტს. ამ რთულ მომენტში ევროკავშირი თანადგომას გამოხატავს ისრაელის მიმართ”, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.

banner
წინა სტატიაშირუსეთის გეგმა, ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზა ააშენოს, საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა – ბენ კარდინი
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – ნიკა მელიას წარმატებას ვუსურვებ „ქოცური რეჟიმის“ წინააღმდეგ, მაგრამ არ მგონია, დღეს მან რაიმე პლატფორმა დააფუძნოს და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გავიდეს