ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ – პიტერ სტანო

ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერი, პიტერ სტანო, მოსკოვში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.

“ევროკავშირი შოკირებული და შეძრწუნებულია მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობებით. ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. თანავუგრძნობთ რუსეთის ყველა მოქალაქეს, ვინც დაზარალდა,” – წერს სტანო X-ზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, ვუსამძიმრებთ რუს ხალხს
შემდეგი სტატიარუსების მიერ გაშვებული 34 “შაჰიდიდან” 31 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები