ევროკავშირი: გიულენის მოძრაობას ტერორისტულ ორგანიზაციად არ ვხედავთ

ევროკავშირი, თურქეთის აზრს იმის შესახებ, რომ გიულენის მოძრაობა ტერორისტლი ორგანიზაციაა, არ იზიარებს, – ამის შესახებ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ევროკავშირის კორდინატორმა ჟილ დე კერშოვმა როიტერთან საუბრისას განაცხადა.
კერშოვის თქმით, ევროკავშირის ამ პოზიციის შესაცვლელად კონკრეტული მტკიცებულებები უნდა იყოს წარმოდგენილი.
″გიულენის მოძრაობის შესახებ… ჩვენ ამ მოძრაობას ტერორისტულ ორგანიზაციად არ ვხედავთ და არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირს ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი შეეცვალოს″, – განაცხადა მან.
კერშოვმა, თურქეთის მიერ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნიდან გადატრიალების მცდელობაში სავარაუდო კავშირში მყოფი პირების ექსტრადირების მოთხოვნის შესახებაც ისაუბრა.
″ევროკავშირის წევრი ქვეყნები ექსტრადირების გადაწყვეტილებას თავად იღებენ და ხშირ შემთხვევაში დამოუკიდებელ სასამართლოს მყარი მტკიცებულებები სჭირდება. ისეთი ირიბი მტკიცებულებები კი არა, როგორიცაა რომელიმე ტელეფონის აპილკაციის ჩამოტვირთვა, არამედ გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები გვჭირდება″, – განაცხადა მან.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ გიულენის მოძრაობასთან კავშირის ბრალდებით დაახლოებით 50 ათასი ადამიანი დააპატიმრეს. დაახლოებით 150 ათასი ადამიანიც სამსახურიდან გაათავისუფლეს.
როიტერი ასევე წერს, რომ ზოგიერთი მათგანი მხოლოდ იმიტომ იქნა დაკავებული რომ მათ აპლიკაცია ByLock-ი ჰქონდათ ჩამოტვირთული.
წყარო: http://www.bbc.com/turkce/42177248

banner
წინა სტატიაშისოხუმის და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერთა ტაშ-ფანდური ( ვიდეო)
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს სრული დამორჩილების მესამე ტალღა – “ენმ” გოცირიძის მოსამართლეობაზე