ევროკავშირი დემოკრატიულ ბელორუსს სამი მილიარდი ევროს ეკონომიკურ პაკეტს გამოუყოფს

ევროკავშირი ბელორუსს სამი მილიარდი ევროს ეკონომიკურ და საინვესტიციო პაკეტს გამოუყოფსროცა რესპუბლიკა “დემოკრატიული გახდება” – ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა – reuters-ი წერს. ევროკავშირის თავმჯდომარემ ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ყოფილი ხელმძღვანელის რომან პროტასევიჩის განთავისუფლება მოითხოვა. მისი თქმით, ამ ინციდენტის გამო რესპუბლიკა “ევროკავშირისგან სერიოზულ პასუხს” უნდა ელოდოს.

ფონ დერ ლიაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი განიხილავს სანქციებს იმ ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ბელორუსის რეჟიმს აფინანსებენ, გარდა ამისა, სანქციების ქვეშ მოხვდება საავიაციო სექტორი.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ.
თვითმფრინავის გატაცება მკაცრად დაგმეს ევროკავშირმა, აშშ-მ და ნატომ. ის ნატოს სამიტზე ერთ-ერთიმნიშვნელოვანი თემა იქნება.

ლიეტუვამ და პოლონეთმა თვითმფრინავის იძულებით დასმას “სახელმწიფო ტეროტიზმი” უწოდეს.

ბლოგერთან ერთად დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ვილნიუსის ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტი სოფია საპეგი, რომელიც რომან პროტასევიჩთან ერთად ტელეგრამ-არხ “ნეხტას” თანადამფუძნებელია.

banner
წინა სტატიაშიბობ დილანს დღეს 80 წელი შეუსრულდა
შემდეგი სტატიაჯანმოს ინფორმაციით პანდემიას მსოფლიოში 115 ათასი ექიმი და მედმუშაკი შეეწირა