ევროკავშირი და “ასტრა-ზენეკა” ორივე გამარჯვებას უწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას

ბელგიის სასამართლომ დაადგინა, რომ ფარმაკომპანიამ “ასტრა-ზენეკა” სექტემბრის ბოლომდე ევროპას კორონავირუსის საწინააღმდეგო 50 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიაწოდოს. გადაწყვეტილებას ორივე მხარემ გამარჯვება უწოდა.
სასამართლოს დადგენილების თანახმად, კომპანია, თუკი ის გრაფიკს არ დაიცავს, თითო დოზაზე ათი ევროთი დაჯარიმდება.
“ასტრა-ზენეკამ” კონტრაქტის პირობები არ შეასრულა. კარგია, რომ დამოუკიდებელმა სასამართლომ ეს დაადასტურა- ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა.

ამავე დროს, სასამართლო გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე მცირე რაოდენობაზე, ვიდრე ევროკომისია ითხოვდა. ამის გამო “ასტრა-ზენეკა” თვლის, რომ მან გაიმარჯვა.

“ასტრა-ზენეკას” კონტრაქტით, რომელსაც ხელი სახელმწიფო-წევრებმა მოაწერეს, 27 ქვეყნისთვის 300 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიეწოდებინა, 100 მილიონი დოზის დამატების მოთხოვნით. ელოდებოდნენ, რომ მისი მიწოდება მიმდინარე წელს დასრულდებოდა, თუმცა, პირველ კვარტალში 120 მილიონის ნაცვლად, კომპანიამ მხოლოდ 30 მილიონის მიწოდება შეძლო.
ცეცხლში ნავთი იმანაც შეუკეთა, რომ “ასტრა-ზენეკა” ბრიტანეთს შეუფერხელბად აწვდიდა ვაქცინას.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშირონალდუ “ინსტაგრამის” გამომწერების რეკორსდმენია
შემდეგი სტატიაგაეროს მოქმედი გენერალური დირექტორი მეორე ვადით აირჩიეს