ევროკავშირი ბრიტანეთისგან “ბრექსიტის” გადადებაზე დამატებით გეგმას ელოდება

საფრანგეთი ბრიტანეთს “ბრექსიტის” 30 აპრილამდე გადადების თაობაზე მხოლოდ მაშინ უპასუხებს, როცა “ლონდონი წარმოადგენს სანდო გეგმას”, რომლის შემდეგადაც გადაწყვეტენ რა პასუხი გასცენ პრემიერ ტერესა მეის თხოვნას ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურების გადადებასთან დაკავშირებით. “შეჩერება ეს ინსტრუმენტია და არა თვითონ პრობლემის გადაჭრა” – AFP საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღესვე ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი შეეცდება წევრი-ქვეყნები დაარწმუნოს “ბრექსიტის” 12 თვით გადადების თაობაზე.
ევროკავშირმა პროცედურის 29 მარტიდან 12 აპრილამდე გადატანის შესახებ თანხმობა უკვე მისცა გაერთანებულ სამეფოს იმისათვის, რომ მეის პარლამენტარებისგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად დრო ჰქონდეს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი ვერ მიიღებს დამატებით მცირევადიან გადავადებებს, თუკი პარლამენტი ბრიუსელთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირებას 12 აპრილამდე ვერ მოახერხებს.

ბრიტანეთს 12 აპრილამდე ვადა აქვს, რომ ევროკავშირს გეგმა შესთავაზოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხისტი “ბრექსიტი” გარდაუვალი იქნება.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთის პოლიციამ საზღვართან შეკრებილი მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
შემდეგი სტატიარიგის მერი კორუფციული სკანდალის გამო გაანთავისუფლეს