ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს უწესებს

ბრიტანეთის რეფერენდუმზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების რეაქცია

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ბელარუსში აქტივისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრძანების გამცემ პირებს სანქციებს დაუწესებენ. ამ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა, რომ მინისტრები იმ პირთა წინააღმდეგ გეგმავენ სანქციების დაწესებას, ვინც ბელარუსში არჩევნების გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა და მშვიდობიანი აქციების დარბევაშია პასუხისმგებელი.

„ვერ დავხუჭავთ თვალს არჩევნების გაყალბებასა და ძალის გამოყენებაზე. ზოგიერთმა მინისტრმა სანქციების დაწესებას დაუჭირა მხარი. პოლონეთი მხარს უჭერს სანქციების დაწესებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და ძალის გამოყენებაზე არიან პასუხისმგებელი. ევროკავშირი შესაბამისი სიის ჩამოყალიბებაზე იმუშავებს“, – განაცხადა ჩაპუტოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ბელორუსის ხელისუფლებას, რომ შეაჩერონ რეპრესიული ტაქტიკა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები სრულად დაცვან
შემდეგი სტატიადავით ფაცაცია სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო