გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის თქმით, ათწლეულის ბოლოს ევროპის მიმართ რუსეთიდან წამოსული საფრთხე შესაძლოა გაიზარდოს. ამ საკითხზე იგი გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-ს ესაუბრა.
პისტორიუსის თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება, რათა პოტენციური გამოწვევებისთვის მზად იყვნენ.
“პუტინის მუქარები ბალტიის ქვეყნების, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ სერიოზულად უნდა აღვიქვათ. ეს უბრალოდ იარაღის ჟღარუნი არ არის. ათწლეულის ბოლოს შესაძლოა საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ”. – ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი.