ევროკავშირი აპირებს ე.წ. შავი სია გააფართოოს, დააწესოს დამატებითი სავაჭრო შეზღუდვები და მიიღოს ახალი ზომები, რათა რუსეთმა მოქმედი სანქციების გვერდის ავლა ვეღარ შეძლოს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ახალი პაკეტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის მეორე წლისთავზე უნდა მიიღონ.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირი აპირებს ე.წ. შავი სია გააფართოოს, დააწესოს დამატებითი სავაჭრო შეზღუდვები და მიიღოს ახალი ზომები, რათა რუსეთმა მოქმედი სანქციების გვერდის ავლა ვეღარ შეძლოს.

გარდა ამისა, როგორც „ბლუმბერგი“ იუწყება, ევროკავშირში გრძელდება დისკუსია უკრაინის მხარდასაჭერად ახალი ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც კიევის დაფინანსებას გაამარტივებს.

ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთორმეტე პაკეტი დეკემბრის შუა რიცხვებში დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონი – დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება, შესაძლოა, მსოფლიოსთვის დიდი გამარჯვება იყოს
შემდეგი სტატიაშეერთებულ შტატებში დააკავეს 66 წლის ილია კანი, რომელსაც ბრალად ედება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან მიკროჩიპების ექსპორტი