ევროკავშირი 6 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვაქცინაციის დასაჩქარებლად დამატებით 35 მილიონს გამოყოფს

ევროკომისიამ პარტნიორ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად გამოყოფილი ფინანსური დახმარების პაკეტი 40 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

დახმარების მიზანი ვაქცინაციის კამპანების დაჩქარება და უსაფთხო, ეფექტური ვაქცინების მიწოდებაა. დახმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ეხება.

“ამ ახალი 35 მილიონი ევროს დახმარების პაკეტით ევროკავშირი ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს ვაქცინებზე წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გლობალური ვაქცინების დეფიციტის ფონზე, რაც ხელს შეუწყობს ვაქცინის გაზიარებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და ანაზღაურებს ღირებულებას” – აღნიშნულია პრესრელიზში.

განცხადებაში განმარტებულია, რომ დახმარების პირველი 40 მილიონიანი ევროს პაკეტი თებერვალში ამოქმედდა.

banner
წინა სტატიაშიკულუმბეგოვი სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაექიმი კორონავირუსით გარდაცვლილ ორსულზე: ქრონიკული დაავადებები არ ჰქონდა