“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის საუბრობს, რომ ქვეყნები, რომლებიც რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარებიან, თავადაც უნდა დასანქცირდნენ.
მამუკა მდინარაძის თქმით, ევროკავშირი 3-4 დღეში ვაჭრობს იმდენს რუსეთთან, რასაც საქართველო ერთი წლის განმავლობაში.
მისივე მტკიცებით, უვკე წელიწად-ნახევარია საქართველოს მისამართით ამგვარი “ბრალდებები” ისმის, თუმცა მათი მტკიცებულებები ჯერ არავის უნახავს.
“ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს გავახსენებ, რომ ევროკავშირი 3-4 დღეში ვაჭრობს იმდენს რუსეთთან, რასაც საქართველო წლის განმავლობაში. ეს არის ყველაზე მოკლე პასუხი რაც შეიძლება ამ კითხვას გაეცეს, შესაბამისად, საქართველოსგან შორს ხელი, შორს მათი მწყობრში დალაგებული მესიჯები და თავი დაანებონ ამ ქვეყანას და მისთვის რაღაცების დაბრალებას. ხან შავი ხვრელი იყო, მათი მესიჯებით საქართველო, ხან სანქციების თავის არიდებაში იყო მხილებული, მაგრამ ამდენი თვის განმავლობაში ვერცერთი მტკიცებულება ვერ დადო ვერავინ, რომ საქართველო ვინმეს მიერ, თუმცაც ერთი ადამიანის მიერ სანქციის გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული, ეს უბრალოდ მესიჯებია და უკვე წელიწად-ნახევარია მესიჯებად რჩება,” – ამბობს მამუკა მდინარაძე.