ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო უწყებას შეუერთდება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.

საქართველოს მთავრობაში მოსალოდნელი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებისმიხედვით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეურთდება, ეკონომიკის სამინისტროში გაერთიანდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნაწილი, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უქმდება და ნაწილი კულტურის სამინისტროს, ნაწილი კი განათლების სამინისტროს უერთდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური ბლოკის კოორდინატორი იქნება
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის და გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურები განიხილება