ევროდეპუტატის წინადადებით უნგრეთმა თავი ლტოლვილებისგან ღორის თავებით უნდა დაიცვას

ევროდეპუტატის წინადადებით უნგრეთმა თავი ლტოლვილებისგან ღორის თავებით უნდა დაიცვას

8უნგრეთის ევროპარლამენტარმა დერდ შოპფლინმა, წინადადება წამოაყენა, რომ ქვეყანამ თავი ლტოლვილებისგან სასაზღვრო ღობეებზე მიმაგრებული ღორის თავებით დაიცვას – ამის შესახებ თავად დაწერა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
მას ერთმა მომხმარებელმა მისწერა: “ლტოლვილები ომისგან და წამებისგან გარბიან, უნგრეთო. თქვენი ბოსტნეულისგან დამზადებული საფრთხობელები მათ ვერ შეაშინებთ”. შოპფლინმა ამაზე პირდაპირ უპსასუხა: “სავარაუდოდ, არა. ადამიანთა გამოსახულება ჰარამია. მაგრამ თანახმა ვარ, მათი ეფექტური დაფრთხობისათვის ღორის თავები გამოვიყენოთ”.

16 აგვისტოს მედია წერდა , რომ უნგრელმა მესაზღვრეებმა ლტოლვილების დასაფრთხობად შაქრის ლერწმისგან დამზადებული საფრთხობელები გამოიყენონ.

2 ოქტომბერს უნგრეთში რეფერენდუმი გაიმართება. ქვეყნის მცხოვრებლებს კითხავენ არიან თუ არა ისინი თანახმა, ევროკავშირმა ლტოლვილებზე უნგრეთს კვოტები დაუწესოს.

banner
წინა სტატიაშიერაყელმა ძალოვანებმა მოზარდს თვითმკვლელის ქამარი მოხსნეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაბრიუსელში სამგზავრო ავტობუსში დანით შეიარაღებული ქალი თავს დაესხა მგზავრებს