ევროდეპუტატები “ოცნებას”: ისტორიული შანსი დაკარგეთ

ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლპარაკებების შეწყვეტასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ.

ევროპარლამენტარები “ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამენ და წერენ, რომ მიუხედავად 2023 წელს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა, მმართველმა პარტიამ ისტორიული შანსი არათუ გამოიყენა, არამედ საქართველოში დემოკრატიული უკანდახევის პროცესი წარმართა.

“საპარლამენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. ცნობები არჩევნების გაყალბებაზე ხალი ხელისუფლების ლეგიტიმურობას ძირს უთხრის” – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ამასთან, ევროპარლამენტარები 28-29 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას გმობენ.

ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ძალისხმევა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, როგორც ეს 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხად.

შეგახსენებთ, 2022 წლის მარტში ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება იყო და შემდეგ, 2023 წლის დეკემბერს მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. იმის ნაცვლად, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოეყენებინათ და გაწევრიანების პროცესში წინ წასულიყვნენ, საქართველოში დემოკრატიული უკანდახევის უწყვეტი პროცესი წარიმართა.

ვიმეორებთ, რომ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. ცნობები არჩევნების გაყალბებაზე საარჩევნო პროცესის მთლიანობას და ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურობას ძირს უთხრის.

ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ პროევროპული ქართველების უფლებების შელახვით, რომლებიც ქუჩებში გამოვიდნენ, რათა მთავრობის გეგმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ გაეპროტესტებინათ.

ჩვენ ვგმობთ მათ მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეწყვიტონ არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც უნდა იქნას დაცული.

ჩვენ ვიმეორებთ ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მიმართ და მათ სურვილს, იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას და დავეხმარებით სამოქალაქო საზოგადოებას და პროდემოკრატიულ მოძრაობებს, რათა ქვეყანა ევროპული გზისკენ წაიყვანონ”. – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მამაცი მოქალაქეების გვერდით ვდგავართ – ALDE
შემდეგი სტატიატვ პირველი: კაცი, რომელიც აქციის მონაწილეებს ფოტოებს უღებდა, სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომელია