ევრო-2016: პარიზი უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებზე საუბრობს

7პარიზის ხელისუფლებამ უსაფრთხოების უპრაცენტენტო ზომებზე განაცხადა, რომელიც ფეხბურთის ჩემპიონატთან დაკავშირებით არის შემოღებული.
პარიზის მერის მოადგილემ სპორტისა და ტურიზმის საკითხებში, ჟან-ფრანსუა მარტენსმა “ბიბისისთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ქალაქში პოლიციელების რაოდენობა გაზრდილია და უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად კონტროლირებადი.
კერძოდ, კი, ეიფელის კოშკის ქვევით, სადაც უმსხვილესი ფან-ზონაა, შემოღებულია უსაფრთხოების ისეთი ზომები, როგორიც, მაგალითად, აეროპორტებში.

შეგახსენებთ, რომ ევრო-2016-ის გახსნის ცერემონია დღეს პარიზის სენ-დენის სტადიონზე გაიმართება, შემდეგ კი საფრანგეთსა და რუმინეთს შორის მატჩი გაიმართება. სავარაუდოდ, საფრანგეთის 10 ქალაქში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს 7 მილიონი გულშემატკივარი დაესწრება.

banner
წინა სტატიაშიმოჰამედ ალისთან დამშვიდობების ცერემონია დილიდან მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“სასამართლოს დამოუკიდებლობა და პრესის თავისუფლება – ჩვენთვის ორივე პრინციპი მნიშვნელოვანია”