ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში ჩავიდა

ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი, ლი ჰუი, მოსკოვში ჩავიდა. მან უკრაინის საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ გალუზინთან გამართა მოლაპარაკებები.

“შეხვედრაზე ითქვა, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების ნებისმიერი განხილვა შეუძლებელია რუსეთის მონაწილეობისა და უსაფრთხოების სფეროში მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე,” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაო ნინგის თქმით, აღნიშნული ვიზიტი არის პეკინის ძალისხმევის ნაწილი, რათა რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი – გენდერული იდეოლოგია ჩვენი დროის მახინჯი იდეოლოგიაა, რომელიც აუქმებს სქესთა შორის განსხვავებებს, განსხვავებების გაუქმება ნიშნავს კაცობრიობის გაუქმებას
შემდეგი სტატია„ჰამასის“ მაღალჩინოსანი – ზავის მიღწევა 24-48 საათშია შესაძლებელი