16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

„ევრაქტივი“: უნგრეთში ათიათასობით ადამიანმა ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად „მშვიდობის მარში“ გამართა

უნგრეთში „მშვიდობის მარში“ გაიმართა.

„ევრაქტივის“ ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერ მარშზე ბუდაპეშტის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გავიდა.

მარშის ერთ-ერთ მონაწილეს გამოტანილი ჰქონდა ბანერი წარწერით: „ჩვენ არ ვიქნებით უკრაინის კოლონია“.

„მთელ მსოფლიოში არეულობაა და აქ, ჩვენს პატარა ქვეყანაში ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და უსაფრთხოება. და ორბანი სწორედ ამას უზრუნველყოფს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

banner
წინა სტატიაშიხვალ, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ
შემდეგი სტატიაბენიამინ ნეთანიაჰუ ინტერნეტში მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს პასუხობს