5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

“ევრაქტივი”: ევროპარლამენტში ირანის ყოფილი შაჰის შვილის მიწვევას გეგმავენ

ევროპარლამენტში ირანის ყოფილი შაჰის შვილის, რეზა ფეჰლევის მიწვევას გეგმავენ – „ევრაქტივის“ ცნობით, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მოამზადა ირანელი ოპოზიციონერი ფიგურების სია, რომელთა მიწვევაც იგეგმება უახლოეს მომავალში დაგეგმილ შეხვედრაზე. სტატიის თანახმად, სიაში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, მოხვდა ირანის ბოლო შაჰის ემიგრაციაში მყოფ შვილი, რეზა ფეჰლევი.

„ევრაქტივის“ მიხედვით, არ არის გასაკვირი, რომ ფეჰლევი ამ სიის სათავეში იყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, სიის შედგენაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ოფისი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური მუშაობდა.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ევროპარლამენტის აქტიური ლობირების მიუხედავად, მიწვეულთა სიაში არ მოხვდა ირანის ეროვნული წინააღმდეგობის საბჭო (NCRI), რომელიც ასევე ცნობილია როგორც „მუჯაჰედინე ხალკი“ და თავდაპირველად ისლამურ-მარქსისტულ ორგანიზაციას წარმოადგენდა.

banner
წინა სტატიაშიზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება
შემდეგი სტატიაარაბთა გაერთიანებული საამიროები: საჰაერო თავდაცვამ ირანიდან გაშვებული 172 რაკეტა და 755 დრონი გაანადგურა