21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

“ევრაქტივი”: ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის შეზღუდვის მასშტაბურ გეგმაზე მუშაობს

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის შეზღუდვის მასშტაბურ გეგმაზე მუშაობს.

“ევრაქტივის” ინფორმაციით,  ინიციატივას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 16 სექტემბერს, ყოველწლიური მიმართვისას ოფიციალურად წარადგენს.

ჯერჯერობით უცნობია, რა მინიმალური ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება სოციალური მედიის გამოყენებისთვის და როგორ გაკონტროლდება რეგულაციის აღსრულება. წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რამდენიმე ალტერნატიული მოდელი განიხილება, მათ შორის, მშობლების სავალდებულო თანხმობის პროცესი და ასევე, ასაკის დადასტურების მკაცრი სისტემების დანერგვა.

ცნობისთვის, 2024 წელს ავსტრალია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე დააწესა. ანალოგიური შეზღუდვების მიღებას დიდი ბრიტანეთიც განიხილავს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან არასრულწლოვნებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას ეროვნულ დონეზე უკვე გეგმავენ საფრანგეთი და ესპანეთი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბურჯანაძე OHCHR-ის ანგარიშზე: ეს არის სუპერკრიტიკული დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში არსებულ ყველა უბედურებას აღწერს
შემდეგი სტატიატაილანდში 11 წლის მოზარდი ბუდისტ ბერებს ავტომანქანით დაეჯახა — დაღუპულია 8 ადამიანი