15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

ევჰენია კრავჩუკი: ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს

„ალდეს“ ვიცე-პრეზიდენტი და უკრაინის რადას დეპუტატი ევჰენია კრავჩუკი პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

როგორც ევჰენია კრავჩუკი პლატფორმა X-ზე წერს, პოლიტიკურ რეპრესიებს ევროპულ დემოკრატიაში ადგილი არ აქვს.

„ერთი წლის წინ ელენე ხოშტარია პოლიტიკური პროტესტის მშვიდობიანი აქტის გამო დააკავეს. დღეს ის კვლავ გისოსებს მიღმა რჩება. როგორც „ალდეს“ ვიცე-პრეზიდენტი, მე სოლიდარობას ვუცხადებ ელენეს და ყველა ქართველს, ვინც აგრძელებს დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვას. პოლიტიკურ რეპრესიებს ევროპულ დემოკრატიაში ადგილი არ აქვს. ელენე უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მათ, ვისაც პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნიან, უნდა შეეძლოთ შიშის გარეშე ლაპარაკი და მოქმედება. საქართველო მის ხალხს ეკუთვნის, ხოლო მათ მკაფიო არჩევანს დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ ყველამ პატივი უნდა სცეს“, – წერს ევჰენია კრავჩუკი.

banner
წინა სტატიაშიგიგა ლემონჯავა: ხოშტარია პატიმრობაშია, რადგან არ აღიარა რეჟიმი, არ ითანამშრომლა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა