“ვაგნერის” დაჯგუფების დამფუძნებელმა ევგენი პროგოჟინმა მედიაჰოლდინგი Patrioti და ტროლების ქარხანა დაშალა. ინფორმაცია უცხოური მედია ავრცელებს.
”დიახ, სულ ეს არის. დღეს თანამშრომლებს უთხრეს, რომ ისინი უმუშევრები იყვნენ”, – იუწყება წყარო.
Meduza-ს მიერ, პატრიოტის ერთ-ერთ ყოფილ ლიდერზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, პროგოჟინმა ლიდერებს განუცახადა, რომ პატრიოტი ”საჯარო სფეროს ტოვებს”.
ამავდროულად, კომერსანტი იუწყება, რომ Roskomnadzor-მა პატრიოტის მედია ჯგუფის ნაწილი დაბლოკა. რესურსებზე წვდომის შეზღუდვის მიზეზი უცნობია.
შეგახსენებთ, ვაგნერის დაჯგუფებამ 24 ივნისს სამხედრო აჯანყება მოაწყო. სამხედროებმა , პროგოჟინის მეთაურობით ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი დაიკავეს და მოსკოვის მისადგომებთანაც მივიდნენ. ბოლოს, სამხედრო დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება შედგა, რის შემდეგაც დაჯგუფების ლიდერმა უსაფრთხოების გარანტიები მიიღო და უკან დაიხია.