შაბათს დილით „Telegram“-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსი სამხედროების წინააღმდეგ მოქმედებებში, „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის ყველა წევრი “მზადაა სიკვდილისთვის“, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
„ყველა ჩვენგანი მზად არის სიკვდილისთვის. 25,000-ვე, შემდეგ კი მომდევნო 25 000”, – თქვა მან აუდიოგზავნილში და დასძინა, რომ ეს “რუსი ხალხისთვის” ხდება.