ევგენ ტომაკი – ქართველი ხალხი ევროპელი ხალხია, ვის სურს, რომ საქართველო დასუსტდეს და დაშორდეს ევროპულ ოჯახს? ეს პუტინია, საქართველო უნდა გახდეს კანდიდატი ქვეყანა

ქართველი ხალხი ევროპელი ხალხია. დიახ, ვნახეთ, რომ რაღაც წარუმატებლობები იყო მედიათავისუფლების საკითხებში, მაგრამ ვის სურს, რომ საქართველო დასუსტდეს და დაშორდეს ევროპულ ოჯახს? ვის სურს, რომ არ დაუახლოვდეს საქართველო ევროპას? ეს ბატონი პუტინია, ვისაც ეს ყოველივე სურს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევგენ ტომაკი განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი გაფართოებისკენ უნდა იყოს მიმართული.

„ჩვენი რეაქცია უნდა იყოს მიმართული გაფართოებისკენ, რომ ვიყოთ უფრო მიზანმიმართული ჩვენს პოლიტიკაში საქართველოს მიმართ. ასევე, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ, რომ ევროკავშირი არ არის პროექტი, რომელსაც ესადაგება დაბალი სტანდარტები. ევროპულ პროექტებში არის ღირებულებები და სტანდარტები, რომელიც საქართველოს ავალდებულებს, რომ მათ პატივი სცეს და ეს ღირებულებები უნდა განხორციელდეს საქართველოში. საქართველო უნდა გახდეს კანდიდატი ქვეყანა “, – განაცხადა ტომაკი.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე – საქართველოს შესახებ, პოლიტპატიმრებისა და ჟურნალისტების თაობაზე ასეთი მწვავე მოსმენები ევროპარლამენტში არ ყოფილა
შემდეგი სტატიათალაკვაძე – არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა