“Ever given” ისევ გაიჭედა სუეცის არხში, ამჯერად სასამართლოს გადაწყვეტილებით

გემი სუეცის არხში გაიჭედა

ეგვიპტის ქალაქ ისმაილიას სასამართლოს გადაწყვეტილებით გემი “Ever given”-ი, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ერთი კვირით თავთხელზე გაჭედვის შემდეგ არხი გადაკეტა, ახლა დაკავებულია და ტბაში იდგება მანამდე, სანამ მისი მფლობელები კომპენსაციას არ გადაიხდიან. კომპენსაცია 900 მილიონ დოლარად განისაზღვრა.

სუეცის არხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უსამა რაბიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი უწყება კომპენსაციას ითხოვს მორალური ზიანისთვის, არხის გადაკეტვის პერიოდში შემოსავლების შეჩერებისთვის, ასევე, სამუშაოებისათვის, რომელიც გემის ხმელეთიდან მოსახსნელად ჩატარდა – “ბიბისი” წერს.

სუეცის არხის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირის ბოლოს გაასაჯაროვებს გამოძიების შედეგებს, რომელსაც უნდა დაედგინა, თუ რატომ შეეჯახა გემი ხმელეთს.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი ავღანეთიდან ჯარის გამოყვანას 11 სექტემბრისთვის გეგმავს
შემდეგი სტატიახათუნა ზახაშვილი:კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი