„ევექსის“ ჰოსპიტლების დირექტორი – მნიშვნელოვანია უკვე არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, რომ ჰოსპიტალური სერვისი მიიღოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება

დამატებითი რესურსები არსებობს; პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა, – ამის შესახებ „ევექსის“ ჰოსპიტლების დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა უკვე არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.

„მნიშვნელოვანია უკვე არსებული, გამოყოფილი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, რომ ჰოსპიტალური სერვისი მიიღოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც ეს რეალურად ყველაზე მეტად სჭირდება და არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა. ახლა ძირითადი ამოცანა დგას ასე და ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ მაქსიმალურად გაეფექტურდეს არსებული გამოყოფილი საწოლები, სადაც რესურსები ჯერ კიდევ არის, რაც ყველაზე მთავარია. ვითარება რთულია, თუმცა მართვასა და კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა გიორგი მინდიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში2021 წელს ყველას ექნება ვაქცინაზე წვდომა, მათ შორის საქართველოსაც – “იმპერიალ კოლეჯის” ვირუსების ლაბორატორიის სპეციალისტი თათა ქებაძე
შემდეგი სტატია„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი – სრულ „ლოქდაუნზე“ არ იქნება საუბარი და ამას მთავრობა ითვალისწინებს, მაგრამ იქნება შეზღუდვები, რომელიც მოზომილი და მიზანშეწონილი იქნება