ეველინ ფარკასი საქართველოს: თქვენ მსოფლიო გიყურებთ, ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესია

თქვენ მსოფლიო გიყურებთ – მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ეველინ ფარკასი ვარ ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები უმნიშვნელოვანესია და საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, რომ საკუთარი ხმა დააფიქსიროს.

ყურადღებით ვაკვირდებით, აჩვენებს თუ არა საქართველო მსოფლიოს მტკიცე ერთგულებას დემოკრატიის, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკური სისტემის მიმართ – ამბობს ეველინ ფარკასი.

გამარჯობა, მე ეველინ ფარკასი ვარ, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. ვერ აღვწერ, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნები, რომლებიც საქართველოში გაქვთ. თქვენ მსოფლიო გიყურებთ. ბევრი ჩვენგანი შეერთებულ შტატებში, ევროპაში, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყურადღებით ვაკვირდებით, აჩვენებს თუ არა საქართველო მსოფლიოს მტკიცე ერთგულებას დემოკრატიის, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკური სისტემის მიმართ. შემოგვიერთდით და გამოხატოთ თქვენი ინტერესი და ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისადმი.
გთხოვთ, წადით არჩევნებზე. დიდი მადლობა”, – აცხადებს ფარკასი.

banner
წინა სტატიაშიჰაკერი: საქართველოში არჩევნები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის
შემდეგი სტატიარუსი მილიარდერი გუცერიევი უკრაინის დაზვერვას სთხოვს, გააუქმოს სანქციები მის მიმართ