ევაკუირებულია 7 წლის ალეპოელი ბლოგერი

7 წლის ბლოგერი ბანა ალ-აბედი, რომელიც დედის დახმარებით “ტვიტერ” ბლოგზე სირიის ომის საშინელებებს ყვებოდა, ოჯახის წევრებთან ერთად ევაკუირებულია ალეპოს აღმოსავლეთიდან – დღეს გაავრცელა თურქეთის არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ადამიანის უფლებებზე მუშაობს სირიაში.
“თურქეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ვოლონტიორები ბანას მიესალმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ ალეპოს ყველა ბავშის დახმარებას შეძლებენ” – წერია ორგანიზაციია “ტვიტერ” ბლოგზე.

ბანას “ტვიტერი” სირიის ომის საშინელებების ნამდვილი ქრონიკაა – წერს “დოიჩე ველე”.
უკანასკნელი მონაცემებით, განახლებული ევაკუაციის შემდეგ, აღმოსავლეთ ალეპოდან 4500 მშვიდობიანი მოქალაქე და მეომარია გამოყვანილი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა რუსეთს სანქციები 6 თვით გაუგრძელა
შემდეგი სტატიასავჩენკოს თქმით პოროშენკოს ადმინისტრაცია მის მოკვლას გეგმავს