ევაკუაცია თბილისის 147-ე სკოლაში

Crime Scene

თბილისის 147-ე სკოლიდან მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი ანონიმური სატელეფონო ზარი გახდა, რომლის ავტორმაც განაცხადა, რომ სკოლის შენობაში ნაღმია.

სკოლაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია გადაეცა 112-ს და სკოლაში გამოცხადდა ევაკუაცია, ხუთი წუთის შემდეგ კი ზარის ავტორმა ისევ დარეკა და თქვა, რომ იხუმრა. ამის მიუხედავად სკოლის პერსონალი და მოსწავლეები სკოლის შენობის გარეთ რჩებიან, შენობაში კი შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირუსთავში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგიორგი ტიგინაშვილი ილარიონ ალფეევს პასუხობს- არ ვარ რუსოფობი, რასისტი, შოვინისტი და ქსენოფობი