ევაკუაცია ხაშურში – ყოფილმა ქმარმა ცოლს დაჭრამდე ხელყუმბარა ესროლა

ყოფილი ცოლის დაჭრაში ეჭვმიტანილმა დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა. ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. სამართალდამცველებმა ახლომდებარე კორპუსების მოსახლეობას სახლები დაატოვებინეს.

ხაშურში ახალგაზრდა ქალს ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისუს-ის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატიადავით გარეჯში ვითარება უცვლელია – სასულიერო პირების განცხადებით, გზა ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრებამდე კვლავ დაკეტილია